მოსამართლის თქმით, ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე გადაწყვეტილება გონივრულ ვადაში გამოცხადდება

თბილისის საქალაქო სასამართლოში ლაზარე გრიგორიადისის საქმის განხილვა დასრულდა, თუმცა განაჩენი დღეს არ გამოცხადდა.

მოსამართლე ზვიად შარაძე სათათბიროდ გავიდა, მანამდე კი განაცხადა, რომ გადაწყვეტილებას გონივრულ ვადაში გამოაცხადებს. 

დღევანდელ პროცესზე მხარეებმა სასამართლოს დასკვნითი სიტყვით მიმართეს, ლაზარე გრიგორიადისი კი სხდომაზე დისტანციურად ჩაერთო.

7-8 მარტის აქციების მონაწილეს ლაზარე გრიგორიადისს, რომელსაც პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ფაქტებზე ედება ბრალი, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 2023 წლის 31 მარტს შეეფარდა. დანაშაულები სასჯელის ზომად თავისუფლების 7-დან 11 წლამდე აღკვეთას ითვალისწინებს.

უახლესი ამბები