ლაშა ცანავა - მისამართი შეეშალათ, მე არ ვარ ის ადამიანი, რომელსაც მარტივად შეაშინებენ

მისამართი შეეშალათ, მე არ ვარ ის ადამიანი, რომელსაც მარტივად შეაშინებენ. წმინდა პოლიტიკური საკითხია, რასაც ესენი აკეთებენ ახლა, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის თანაშემწემ ლაშა ცანავამ განაცხადა.

მისი თქმით, ის არ ენდობა პროკურატურას და მაგისტრ მოსამართლესთან ერთად მოითხოვს დაკითხვას.

"დამირეკეს ორი კვირის წინ და დამიბარეს დაკითხვაზე მოწმის სახით, მაგრამ მე განვაცხადე უარი, რადგან არ ვენდობი პროკურატურას. ვითხოვე დავეკითხე მაგისტრ მოსამართლესთან ერთად და შემდეგ უკვე ბრალი წამიყენეს. დღეს კი გამომძიებელმა და პროკურორმა დამიბარეს დაკითხვაზე ბრალის გასაცნობად. იმის ნაცვლად, რომ ქვეყანაში მიმდინარე პრობლემებს მიხედონ და მოაგვარონ, ისინი, მე დაკითხვაზე მიბარებენ და მინდა, ვთქვა ერთი რაღაც - მისამართი შეეშალათ, მე არ ვარ ის ადამიანი, რომელსაც მარტივად შეაშინებენ. წმინდა პოლიტიკური საკითხია, რასაც ესენი აკეთებენ ახლა. ჩემი შეგნებული ცხოვრების განმავლობაში, ჩემს ქვეყანას ვემსახურე პირნათლად და ასე გაგრძელებას ვაპირებ ბოლომდე. ბრძოლა გამარჯვებამდე", - განაცხადა ლაშა ცანავამ.

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის საპარლამენტო თანაშემწე ლაშა ცანავა პროკურატურაში დაიბარეს. საქმე 2009 წელს პოლიციის სამმართველოსთან მომხდარ შემთხვევას ეხება. კონკრეტულად რა სახის კითხვები აქვს გამოძიებას მასთან, ჯერჯერობით უცნობია.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები