ბექა ბასილაია - მივმართავთ ევროსასამართლოს დიდ პალატას საჩივრით

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები სტრასბურგის სასამართლოს მიერ გამოტანილ  გადაწყვეტილებას  ევროსასამართლოს დიდი პალატაში გაასაჩივრებენ.

"სასამართლომ ჩვენი არგუმენტაცია საკმარისად არ მიიჩნია და დარღვევა არ დაადგინა, თუმცა ხაზი უნდა გაესვას, რომ ორმა მოსამართლემ მიიღო განსხვავებული აზრი, რაც ნიშნავს, რომ ჩვენი სარჩელი იყო დასაბუთებული და ჩვენი მოთხოვნები იყო კანონიერი, ევროკონვენციასთან შესაბამისი. ჩვენ ღრმად ვართ დარწმუნებული იმაში, რომ მიხეილ სააკაშვილი, არის პოლიტიკური მოტივაციით დევნილი. გადაწყვეტილების ერთ-ერთ ნაწილში, თუ არ ვცდები 43-ე გვერდის ბოლო აბზაცში, არის საუბარი სწორედ პოლიტიკურ მოტივაციაზე და სასამართლო ამბობს, რომ არსებობს ეჭვი მიხეილ სააკაშვილის მიმართ დევნის, პოლიტიკური მოტივაციის შესახებ, თუმცა რადგანაც მე-6 და მე-7 მუხლთან დაკავშირებით სასამართლომ უარყო ჩვენი სარჩელი, ამიტომ არ იმსჯელა მე-18 მუხლზე.

მივმართავთ ევროსასამართლოს დიდ პალატას საჩივრით. ასეთ პროცედურას ითვალისწინებს, როგორც ვთქვით ევროკონვენცია და არსებობს პრაქტიკა, როდესაც დიდ პალატას შეუცვლია გადაწყვეტილება მომჩივნის სასარგებლოდ", - განაცხადა ბასილაიამ. 

მსგავსი სიახლეები