ჯინ შაჰინი - NDI და IRI საქართველოში ვერ შეძლებენ საქმიანობის გაგრძელებას ამ კანონის მიხედვით

სენატორი ჯინ შაჰინი აცხადებს, რომ ოცნების მიერ რუსული კანონის მიღების გამო, ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) და საერთაშორისო რესპუბლიკურ ინსტიტუტი (IRI) მუშაობას ვეღარ გააგრძელებენ. 

"კანონმდებლობა, რომელზეც სენატორმა რომნიმ და მე ვიმუშავეთ, შავი ზღვის ზღვის რეგიონის ქვეყნების უკეთ მხარდაჭერის სტრატეგიის შემუშავებაა. აქ ჩვენ გვყავს ისეთი ქვეყნები, როგორიცაა საქართველო, სადაც ხალხი დასავლეთისკენ იყურება, სურთ ევროკავშირში, ნატოში გაწევრიანება. თუმცა საქართველოს ხელისუფლება სულ უფრო და უფრო მიისწრაფვის ავტოკრატიისკენ, რუსეთთან პარტნიორობისკენ, ის, რასაც ჩვენ გავაკეთებთ, არის სანქციების დაწესება იმ პირებისთვის, რომლებიც ჩართული იყვნენ უცხოური აგენტების შესახებ კანონში. ეს კანონი შექმნილია იმის მიხედვით, რაც რუსეთმა გააკეთა.

როდესაც ჩვენ ვესაუბრეთ არასამთავრობო ორგანიზაციებს საქართველოში ჩვენ ეროვნულ დემოკრატიულ ინსტიტუტსა და რესპუბლიკურ ინსტიტუტს, ისინი გვეუბნებიან, რომ ვერ შეძლებენ მუშაობას ამ კანონის მიხედვით. ჩვენ მიერ წარდგენილი კანონპროექტით დაწესდება სანქციები იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ჩართულნი იყვნენ ამ კანონის მიღებაში, რაც შეზღუდავს მოგზაურობას ხელმძღვანელობისთვის, იმედი გვაქვს, ეს ძალიან, ძალიან ძლიერი გზავნილი იქნება საქართველოს ხელისუფლებისთვის, რომ დადგება შედეგები იმის საპასუხოდ, რასაც ისინი აკეთებენ. ეს გავლენას მოახდენს დახმარებაზე, რომელსაც ისინი იღებენ აშშ-დან და ისეთ გავლენას იქონიებს ურთიერთობებზე, რაც საქართველოს ლიდერებისთვის სასარგებლო არ იქნება", - განაცხადა ჯინ შაჰინმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები