დონალდ ტრამპი სისხლის სამართლის საქმეზე დამნაშავედ ცნეს

ნიუ იორკის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ ამერიკის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სისხლის სამართლის საქმეზე დამნაშავედ ცნო.  

მოსამართლე სასჯელს 11 ივლისს გამოაცხადებს.

ამ გადაწყვეტილებით, ტრამპი აშშ-ის ისტორიაში პირველი ყოფილი პრეზიდენტია, რომელიც სისხლის სამართლის დანაშაულისთვის გაასამართლეს.

საქმე ეხება 2016 წელს წინასაარჩევნოდ სტორმი დენიელსისთვის დუმილის სანაცვლოდ გადახდილი თანხის დამალვას.

დონალდ ტრამპს 2016 წლის წინასაარჩევნო ფონდიდან დახარჯულ 130 ათას დოლარს ედავებოდნენ, რომელიც დოკუმენტებში სამართლებრივი მომსახურების ხარჯებად გატარდა, რეალურად კი ეს თანხა პორნოვარსკვლავ შტორმი დენიელსს ტრამპთან სექსუალური კავშირის შესახებ დუმილის სანაცვლოდ გადაუხადეს.

თავად დონალდ ტრამპი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს.

მსგავსი სიახლეები