რესპუბლიკელები სასამართლოს განაჩენის მიუხედავად ტრამპს საპრეზიდენტო კანდიდატად წარადგენენ

რესპუბლიკური პარტია დონალდ ტრამპს აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატად დაასახელებს, იმის მიუხედავად, თუ რა სასჯელს გამოუტანს მას მოსამართლე სისხლის სამართლის საქმეზე, - ამის შესახებ რესპუბლიკური პარტიის ეროვნული კომიტეტის თანათავმჯდომარემ ლარა ტრამპმა განაცხადა.

როგორც ლარა ტრამპმა აღნიშნა, რესპუბლიკელები მზად უნდა იყვნენ ყველაფრისთვის, გაითვალისწინონ სასამართლოს შესაძლო გადაწყვეტილება ტრამპის თავისუფლების შეზღუდვის შესახებ.

"ჩვენ უნდა შევადგინოთ გეგმები, როგორ შეიძლება ეს განვითარდეს და გვექნება გარკვეული საგანგებო გეგმები. სიმართლე ის არის, რომ ამას ნამდვილად არ აქვს მნიშვნელობა, ჩვენ დავასახელებთ დონალდ ტრამპს ჩვენს რესპუბლიკელ კანდიდატად და ეს არის ის, რაც საბოლოო ჯამში მნიშვნელოვანია", - განაცხადა ტრამპმა CNN-ის ეთერში.

ნიუ იორკის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ ამერიკის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სისხლის სამართლის საქმეზე დამნაშავედ ცნო. საქმე ეხება 2016 წელს წინასაარჩევნოდ პორნოვარსკვლავ შტორმი დენიელსისთვის დუმილის სანაცვლოდ გადახდილი თანხის დამალვას. ამ საქმეში ტრამპს ბრალი 34 მუხლით წაუყენეს და ყველა ამ ბრალდებით ის დამნაშავედ იქნა ცნობილი. ახლა მოსამართლემ ტრამპისთვის სასჯელი უნდა აირჩიოს, რომელიც 11 ივლისს გამოცხადდება.

ამ გადაწყვეტილებით, ტრამპი აშშ-ის ისტორიაში პირველი ყოფილი პრეზიდენტია, რომელიც სისხლის სამართლის დანაშაულისთვის გაასამართლეს.

თეორიულად, ტრამპს შეიძლება პატიმრობა შეეფარდოს, თუმცა ვარაუდობენ, რომ მოსამართლე შინაპატიმრობით ან პირობითი სასჯელით შემოიფარგლება.

თუმცა, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ტრამპი გისოსებს მიღმა აღმოჩნდება, ის მაინც შეძლებს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას და არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში პრეზიდენტიც გახდება. ეს კი აშშ-ის ისტორიაში პირველი მსგავსი შემთხვევა იქნება.

მსგავსი სიახლეები