უკრაინა, მესამე მსოფლიო ომი და კამათი ასაკზე - ბაიდენი-ტრამპის დებატების ძირითადი განცხადებები

ამერიკის შეერთებულ შტატებში საპრეზიდენტო არჩევნებამდე პირველი დებატები გაიმართა, რომელშიც პრეზიდენტობის მთავარი კანდიდატები - მოქმედი ლიდერი ჯო ბაიდენი და ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მონაწილეობდნენ.

დებატები აშშ-ის ჯორჯიის შტატში გაიმართა, ამერიკული ტელეარხის CNN-ის ორგანიზებით.

საშინაო საკითხების გარდა, ბაიდენმა და ტრამპმა გააკეთეს განცხადებები უკრაინის ომზე, ვლადიმერ პუტინზე, ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტზე და იკამათეს ასაკზე.

რესპუბლიკელმა დონალდ ტრამპმა კომენტარი გააკეთა პუტინის ე.წ. "სამშვიდობო გეგმაზე“ უკრაინასთან დაკავშირებით. მისი თქმით, პუტინის პირობები მიუღებელია.

ამავდროულად, ტრამპმა აღნიშნა, რომ უკრაინის ომი ჯო ბაიდენის, როგორც პრეზიდენტის წარუმატებლობის შედეგია და ასევე გაიმეორა, რომ მას, თითქოს შეეძლო ომის დასრულება პრეზიდენტობის პოსტის დაკავებამდეც კი.

"უკრაინა ომში ვერ იმარჯვებს. მათ სამხედროები ეწურებათ, მათ ბევრი ადამიანი დაკარგეს. ეს ისეთი სამწუხაროა. მათ დაკარგეს ამდენი ადამიანი და დაკარგეს ასეთი შესანიშნავი ქალაქები ოქროს გუმბათებით, რომლებიც ათას წელს ითვლიან, ყველაფერი მის გამო და სულელური გადაწყვეტილებების გამო. რუსეთი არასდროს დაესხმებოდა თავს“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

მან გაიმეორა წინა განცხადებები, რომ ევროპა უფრო ნაკლებ ხარჯავს უკრაინის მხარდასაჭერად, ვიდრე შეერთებული შტატები.

თავის მხრივ, ჯო ბაიდენმა უკრაინის ომის შესახებ ტრამპის კომენტარებს სისულელე უწოდა.

მისი თქმით, თუ უკრაინას დახმარება შეწყდება, პუტინი არ შეჩერდება: "შემდეგი იქნება პოლონეთი, ბელორუსია, ნატოს ქვეყნები... მას (ტრამპს) არ ესმის, რაზეა საუბარი“.

პრეზიდენტმა ბაიდენმა განაცხადა, რომ ტრამპის პრეზიდენტად არჩევა მესამე მსოფლიო ომს გამოიწვევს.

"გინდათ მესამე მსოფლიო ომის დაწყება? მაშინ მიეცით მას გამარჯვების საშუალება და უთხარით პუტინს, გააკეთე, რაც გსურს. არსებობს ასეთი რამ, რასაც მეხუთე მუხლი ჰქვია – ერთ მოკავშირეზე თავდასხმა, არის ყველაზე თავდასხმა და საჭიროებს რეაგირებას. მე ვერ დავასახელებ ვერცერთ მსხვილ ლიდერს მსოფლიოში, რომელიც არ გაცვლიდა ადგილს ჩემთან, რადგან ჩვენ ვართ ძლიერი ერი. ჩვენ ვართ შესანიშნავი ქვეყანა ჩვენი ხალხისა და არა სახსრების გამო, სწორედ ამერიკელი ხალხის გამო, მათ ყველაფერი შეუძლიათ და ისინი მოქმედებენ, როდესაც ეს საჭიროა. სწორედ ახლა ჩვენ ვართ საჭირო. ჩვენ ვართ საჭირო მსოფლიოს დასაცავად, რადგან ჩვენი საკუთარი უსაფრთხოება სასწორზეა. კიდევ ერთხელ ვიტყვი, თუ ომი გინდათ, უბრალოდ მიეცით პუტინს წინსვლის და კიევის აღების საშუალება და შეხედეთ, რა მოხდება პოლონეთში, უნგრეთში და სხვა ადგილებში საზღვრის გასწვრივ, მაშინ თქვენ გექნებათ ომი“, – განაცხადა ბაიდენმა.

ტრამპმა ბაიდენს მსგავსი ბრალდებით უპასუხა და დასძინა, რომ "ჩვენ იმაზე ახლოს ვართ მესამე მსოფლიო ომთან, ვიდრე ვინმეს წარმოუდგენია“.

დებატების დროს 81 წლის ბაიდენს და 78 წლის ტრამპს მათი ასაკის შესახებ ჰკითხეს. პოლიტიკოსებმა იკამათეს იმაზე, თუ ვინ თამაშობს გოლფს უკეთესად.

ტრამპმა აღნიშნა, რომ მან გაიარა მრავალი შემეცნებითი ტესტი და დაიკვეხნა გოლფის ორი საკლუბო ჩემპიონატის მოგებით.

ბაიდენმა მიუთითა ტრამპის სიმაღლეზე და წონაზე და აღნიშნა, რომ ოპონენტთან გოლფს ითამაშებს, თუ საკუთარ ჩანთას ატარებს.

ტრამპმა ასევე გააკრიტიკა ბაიდენის მიდგომა ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის მიმართ.

"მე რომ პრეზიდენტი ვიყო, "ჰამასი" არასოდეს დაესხმებოდა თავს ისრაელს. ირანს უბრალოდ ფული არ ექნებოდა "ჰამასისთვის", - აღნიშნა მან.

ამავდროულად, ტრამპმა თავი აარიდა პასუხის კითხვას, დაუჭერდა თუ არა მხარს დამოუკიდებელი პალესტინის სახელმწიფოს შექმნას და მხოლოდ აღნიშნა: "ვნახოთ“. მან ასევე აღნიშნა, რომ "ისრაელმა უნდა დაასრულოს თავისი საქმე".

ბაიდენმა, თავის მხრივ, ხაზგასმით აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები მისი პრეზიდენტობის დროს არის "ისრაელის ყველაზე დიდი მხარდამჭერი“.

მისივე თქმით, ერთადერთი, ვისაც ომი სურს, "ჰამასია".

"ჰამასი უნდა აღმოიფხვრას, მაგრამ სიფრთხილე გმართებთ იმ იარაღის მიმართ, რომელსაც იყენებთ დასახლებულ პუნქტებში“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

დებატების დროს ბაიდენმა მოიხსენია The Atlantic-ის სტატია, რომელიც გამოქვეყნდა 2020 წელს. გამოცემა იტყობინება, რომ ტრამპი მისი პრეზიდენტობის დროს პირადად ამცირებდა დაღუპულ ამერიკელ ჯარისკაცებს და უწოდებდა მათ "ხელმოცარებულებს“ და "ლუზერებს“. ბაიდენმა გაიხსენა თავისი ვაჟი, ომის ვეტერანი, რომელიც თავის ტვინის კიბოთი გარდაიცვალა.

"ჩემი შვილი არ იყო ხელმოცარული, ის არ იყო ლუზერი. შენ ხარ ხელმოცარული, შენ ხარ ლუზერი", - მიმართა ბაიდენმა ტრამპს.

რესპუბლიკელმა, თავის მხრივ, უარყო ოპონენტის ბრალდებები და ციტატას გამოგონილი უწოდა.

ამასთან, დონალდ ტრამპმა ქვეყნის მოქმედ პრეზიდენტს კრიმინალი უწოდა.

"ჯო ბაიდენი არის კრიმინალი. ის იღბლიანია. მე არაფერი ჩამიდენია არასწორი. ჩვენ გვაქვს სისტემა, რომელიც არის გაყალბებული და ამაზრზრენი“, - აღნიშნა მან.

თავის მხრივ, აშშ-ის მოქმედმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კი აღნიშნა, რომ სცენაზე ერთადერთი გასამართლებული დამნაშავე დონალდ ტრამპია. ბაიდენის თქმით, მოსაზრება, რომ მან რამე დანაშაული ჩაიდინა აღმაშფოთებელი.

"ერთადერთი გასამართლებული დამნაშავე ამ სცენაზე არის კაცი, რომელსაც ახლა ვუყურებ და საქმე იმაშია, რომ ის, რასაც გეუბნებათ, უბრალოდ არ არის სიმართლე. ფაქტია, მისი მხრიდან არ ყოფილა ძალისხმევა, შეეჩერებინა ის, რაც კაპიტოლიუმში ხდებოდა. ყველა ის ადამიანი, ვინც ამაში მონაწილეობდა, გასამართლებას იმსახურებს“, – განაცხადა ბაიდენმა.

CNN-ის გამოკითხვის თანახმად, გამოკითხულთა 67% ამბობს, რომ ტრამპმა საკუთარი პოზიციები უფრო მკაცრად გამოხატა, ხოლო 33% მიიჩნევს, რომ ბაიდენი უკეთესად გამოვიდა.

გამოკითხვა ტექსტური შეტყობინებების საშუალებით, 565 დარეგისტრირებულ ამერიკელ ამომრჩეველს შორის ჩატარდა.

მსგავსი სიახლეები