აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლებმა გერმანიაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გამართეს

გერმანიაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლები ფრანკფურტის ტექნოლოგიური პარკის დირექტორს სებასტიან შეფერს და ფრანკფურტის ენერგოქარხნის მენეჯმენტს შეხვდნენ.

შეხვედრებში მონაწილეობდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი გოგიტა თედორაძე, სსიპ - „აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მომსახურების სააგენტო“ დირექტორი სალომე დოლიძე.

შეხვედრების მონაწილეებმა განიხილეს სხვადასხვა მნიშვნელოვანი საკითხები, სამომავლო გეგმები და პრიორიტეტული მიმართულებებით ურთიერთთანამშრომლობაზე შეთანხმდნენ, მათ შორის აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები და აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირების მხარდაჭერის, კვალიფიკაციის ამაღლებისა და დასაქმების ხელშეწყობის მიზნით, პროექტების ერთობლივად განხორციელების საკითხებზე.

"ჩვენი სამინისტროს ერთ-ერთ ძირითად პრიორიტეტს აფხაზეთიდან დევნილი და  ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები პირების მდგომარეობის გაუმჯობესება წარმოადგენს. ამ მიზნით ჩვენ სხვადასხვა პროექტებს ვახორციელებთ, რაშიც როგორც ადგილობრივი, ისე უცხო ქვეყნის ორგანიზაციების მხარდაჭერა და მათი გამოცდილების გაზიარება ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა დავით ფაცაციამ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები