ირაკლი ღარიბაშვილი - კარგად ვხედავთ, რაც ხდება ამ ქარტიის გარშემო, ადამიანებს საერთოდ თავმოყვარეობა აქვთ დაკარგული

"ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილის მიერ წარდგენილი ქარტიის ირგვლივ გაერთიანებულ ადამიანებს თავმოყვარეობა აქვთ დაკარგული.

"რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილის ახალ როლს, ეს არის მისი როლი, ეს მას თავად არ შეურჩევია, ეს როლი განუსაზღვრეს. ჩემი გადმოსახედიდან, ძალიან დიდი გაუგებრობაა, საერთოდ რა ქარტიაზე ლაპარაკობს ადამიანი, რომელსაც რამდენიმე თვე დარჩენია პრეზიდენტობის ვადის ამოწურვამდე. მინდა, შევახსენო საზოგადოებას, ჩვენ კარგად ვხედავთ, რაც ხდება ამ ქარტიის გარშემო, ადამიანებს საერთოდ თავმოყვარეობა აქვთ დაკარგული. ვგულისხმობ ოპოზიციურ პარტიებს, იმ ადამიანებს, რომლებიც სალომე ზურაბიშვილს მოიხსენიებდნენ რეზიდენტად და აღარ გავაგრძელებ, რა სიტყვებით, რა ეპითეტებით მოიხსენიებდნენ. დღეს მის გარშემო არიან გაერთიანებული, მათ თავად ჩაანაცვლეს საკუთარი ბელადი ახალი ბელადით, ვგულისხმობ სალომე ზურაბიშვილს და რაღაც დიდ გაუგებრობაში არიან.

მოვისმინე მისი ახალი შეთავაზება, თურმე ჯერ უნდა მოუგონ ქართველ ხალხს და „ქართულ ოცნებას“ ამ არჩევნებში, ამ ქაოსმა უნდა მოიგოს, ამ, როგორც ჩვენმა კოლეგებმა დაარქვეს, ომის გაერთიანებამ უნდა მოიგოს თურმე არჩევნებში, შემდეგ უნდა დაანგრიონ სახელმწიფო ინტერესები და ინსტიტუტები, შემდეგ ერთი წლის თავზე ახალ არჩევნებში შეიყვანონ ქვეყანა, რაღაც დიდ გაუგებრობაში არიან. რაც მალე შეეგუებიან რეალობას, მით უკეთესი მისთვის და ყველა მის გარშემო შემოკრებილი ლუზერისთვის“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები