ბლინკენი - ჩვენ მივიღეთ ზომები შეშფოთების გამოსახატავად, ვფიქრობ, კიდევ უფრო მეტსაც ნახავთ

ჩვენ და მრავალმა სხვა ქვეყანამ არამხოლოდ გამოვთქვით შეშფოთება კანონის მიღებასთან დაკავშირებით, ასევე მივიღეთ ზომები ამ შეშფოთების გამოსახატავად, ვფიქრობ, კიდევ მეტსაც ნახავთ, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოში მიღებულ კანონთან დაკავშირებით განაცხადა.

"თქვენ ძალიან სწორედ აღნიშნეთ უზარმაზარი ძვრების შესახებ რეგიონში. ჩვენ გვაქვს ძალიან სერიოზული შეშფოთებები, თუმცა ასევე გვაქვს რეალური შესაძლებლობები. თქვენ აღნიშნეთ „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონი საქართველოში. ჩვენ და მრავალმა სხვა ქვეყანამ არამხოლოდ გამოვთქვით ჩვენი ღრმა შეშფოთება ამასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით მის მიღებასთან დაკავშირებით, ჩვენ ასევე მივიღეთ ზომები ამ შეშფოთების გამოსახატავად. ვფიქრობ, კიდევ უფრო მეტსაც ნახავთ. ეს ცხადია.

ვფიქრობ, ეს ეწინააღმდეგება საქართველოს ევროპულ მიმართულებას, რომელიც საქართველოსა და ქართველის ხალხის უმრავლესობას სურს. ასე რომ, ჩვენთვის ცნობილია ეს გამოწვევები, მათ შორის საქართველოში. ასევე ძალიან ფოკუსირებული ვართ გარკვეულ შესაძლებლობებზე და ეს შესაძლებლობები რეალურია“, – განაცხადა ენტონი ბლინკენმა ბრუკინგსის ინსტიტუტში გამართულ დისკუსიაზე საქართველოსთან დაკავშირებით კითხვის საპასუხოდ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები