ლევან ცუცქირიძემ ახალი პოლიტიკური მოძრაობა "თავისუფლების მოედანი" დააფუძნა

მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრის (EECMD) ხელმძღვანელმა ლევან ცუცქირიძემ ახალი პოლიტიკური მოძრაობა "თავისუფლების მოედანი" დააფუძნა.

ცუცქირიძის თქმით, პოლიტიკური მოძრაობა მხარს უჭერს ზურაბიშვილის ქარტიას და მზად არიან ყველა პოლიტიკურ თუ სამოქალაქო ჯგუფთან თანამშრომლობისთვის, რომელიც მათ ხედვას გაიზიარებს.

"ხელისუფლების ცვლილება აუცილებლად უნდა მოხდეს 2024 წლის 26 ოქტომბერს ჩვენი გამარჯვებების თარიღზე, მაგრამ ამან აუცილებლად უნდა მოიტანოს ისეთი ცვლილებები, რომლის შედეგადაც ვერცერთი ხელისუფლება ვეღარ გაბედავს ხალხისთვის მიცემული სიტყვის გატეხას, როგორც ეს ქართულმა ოცნებამ არაერთხელ გააკეთა უკვე. მიგვაჩნია, რომ ამ საქმეში, ყველა ვინც, ჩვენი წინააღმდეგი არ არის, არის ჩვენთან. ამიტომ მზად ვართ, ყველა იმ სამოქალაქო თუ პოლიტიკურ ჯგუფთან თანამშრომლობისთვის, რომლებიც იზიარებენ ჩვენს ხედვას, ჩვენს მანიფესტს და ჩვენს სულისკვეთებას.

ჩვენ მოვდივართ პოლიტიკაში არა პოლიტიკური სივრცის დანაწევრებისთვის, არამედ მისი გაერთიანებისთვის, დღევანდელი ჩვენი შეკრება მხოლოდ დასაწყისია. დღეს ჩვენ თქვენ წინაშე ვაცხადებთ, რომ ვხსნით კარს თანამოაზრეებისთვის და მივმართავთ საქართველოს მოქალაქეებს, მივმართავთ ქალებსა და კაცებს, მივმართავთ სოფელსა და ქალაქში მცხოვრებ ადამიანებს, შემოგვიერთდით ჩვენი მისიის განხორციელებისთვის", - განაცხადა ლევან ცუცქირიძემ.

ლევან ცუცქირიძემ ასევე წარადგინა გაერთიანების წევრები, რომელთა შორის არიან სიმონ ჯანაშია, ბაკურ კვაშილავა, ზურაბ ფარჯიანი, დავით გზირიშვილი.

უახლესი ამბები