თინა ბოკუჩავა - საერთაშორისო პარტნიორები კარგად არიან ინფორმირებული იმ ფართომასშტაბიანი ტერორის შესახებ, რომელსაც რეჟიმი ახორციელებს

საქართველოს საერთაშორისო პარტნიორები და მათი წარმომადგენლობები თბილისში ძალიან კარგად არიან ინფორმირებული ივანიშვილის ხელისუფლების მხრიდან იმ ფართომასშტაბიანი ტერორის შესახებ, რომელსაც რეჟიმი ახორციელებს საქართველოს მოქალაქეების და ოპოზიციური პარტიების ოფისში, - ამის შესახებ ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ  განაცხადა.

"საქართველოს საერთაშორისო პარტნიორები და მათი წარმომადგენლობები თბილისში ძალიან კარგად არიან ინფორმირებული ივანიშვილის ხელისუფლების მხრიდან იმ ფართომასშტაბიანი ტერორის შესახებ, რომელსაც რეჟიმი ახორციელებს საქართველოს მოქალაქეების და ოპოზიციური პარტიების ოფისში, სამოქალაქო აქტივისტების და მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ. ამ შემთხვევაში, მათ ნახეს უშუალოდ "ნაციონალური მოძრაობის" ოფისი, რომელიც გახდა ბანდიტური დაჯგუფების თავდასხმის სამიზნე რამდენიმე დღის წინ, რამაც გამოიწვია კონკრეტული დაზიანებები. ამ დროს აქ იყვნენ "ნაციონალური მოძრაობის"  წევრები, პარტიის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი შვილთან ერთად. ბუნებრივია, ეს იწვევს უკიდურეს შეშფოთებას საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებისთვის. სწორედ ეს გახდა საფუძველი იმის, რომ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს უწევთ საუბარი ინდივიდუალურ სანქციებზე, რომელიც უნდა დაწესდეს იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომლებიც ძირს უთხრიან ქართულ დემოკრატიას და ცდილობენ ჩვენს ქვეყანას წაართვან ევროატლანტიკური მომავალი", - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

"ნაციონალური მოძრაობის" ცენტრალურ ოფისში პარტიის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი და პარტიის წევრები ევროკავშირის წევრი ქვეყნებისა და აშშ-ის საელჩოების წარმომადგენლებს შეხვდნენ.

განხილვის თემა ოფისზე თავდასხმა იყო.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები