ხატია დეკანოიძე - მოვისმინეთ, რომ ეს არის ხელისუფლება, რომელსაც საქართველო ღიად მიჰყავს რუსეთისკენ

საქართველოს ხელისუფლება არ წარმოადგენს საქართველოს დემოკრატიის განვითარების გარანტს და ეს არის ხელისუფლება, რომელსაც საქართველო ღიად მიჰყავს რუსეთისკენ, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ეს არის ძალადობრივი ხელისუფლება, რომელიც საკუთარი მოქალაქეების უსაფრთხოებაზე არ ზრუნავს.

"ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი, რაც ჩვენ გუშინ მოვისმინეთ, ეს იყო შემდეგი: პირველი - საქართველოს ხელისუფლება არ წარმოადგენს საქართველოს დემოკრატიის განვითარების გარანტს და ეს არის ხელისუფლება, რომელსაც საქართველო ღიად მიჰყავს რუსეთისკენ. 

მეორე - საქართველოს ხელისუფლება არ წარმოადგენს საქართველოს მოქალაქეების, ქართველი ხალხის ნებას და კონგრესზე გასაგებად იყო ნათქვამი, რომ ქართველი ხალხი გამოდის პროტესტით ევროინტეგრაციის მიზნით და ეს წერია ჩვენს კონსტიტუციაში და მესამე - საქართველოს ხელისუფლება ეს არის ძალადობრივი ხელისუფლება, რომელიც საფრთხეს უქმნის საკუთარი მოქალაქეების უსაფრთხოებას და კეთილდღეობას", - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

აშშ-ის კონგრესში გუშინ MEGOBARI Act-თან დაკავშირებით იმსჯელეს. საუბარი შეეხო საქართველოში მიმდინარე მოვლენებს და ამასთან დაკავშირებით სანქციებს და სავიზო შეზღუდვებს.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები