ხატია დეკანოიძე - ივლისის შუა რიცხვებამდე გაირკვევა, როგორ შეიძლება ოპოზიცია იყოს წარმოდგენილი არჩევნებში

"ქართულ ოცნებას" ოქტომბრის არჩევნებში არ აქვს შანსი. დაახლოებით, ივლისის შუა რიცხვებამდე გაირკვევა საბოლოო გეოგრაფია, როგორ შეიძლება ოპოზიცია იყოს წარმოდგენილი არჩევნებში, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციის საერთო გზავნილი უნდა იყოს "ოცნების" წინააღმდეგ და საქართველოს ინტერესებზე მორგებული

"დარწმუნებული ვარ, ძალიან მალე დასრულდება გადაჯგუფების კონსულტაციები. ეს გადაჯგუფება უნდა იყოს კონკრეტული იდეოლოგიისა და გაერთიანების მიხედვით. არ უნდა გაიფანტოს ის ხმა, რომელიც წესით უნდა წავიდეს ოპოზიციაში. ვფიქრობ, რომ "ქართულ ოცნებას" ოქტომბრის არჩევნებში არ აქვს შანსი. ჩვენი საერთო გზავნილი მის წინააღმდეგ უნდა იყოს და ამასთან, მორგებული საქართველოს ინტერესებზე.

ზოგადად, მე ვარ გამსხვილების მომხრე. ამ შემთხვევაში გაცილებით ნაკლები ხმა გაიფანტება. ამიტომ, ეს არის ახლა მთავარი. პრინციპში, ჩვენ ძალიან ცოტა დრო დაგვრჩა იმისთვის, რომ წარვადგინოთ საბოლოო კონფიგურაცია. დაახლოებით, ივლისის შუა რიცხვებამდე გაირკვევა საბოლოო გეოგრაფია, როგორ შეიძლება ოპოზიცია იყოს წარმოდგენილი არჩევნებში", - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

ქართული ოპოზიციის ნაწილმა ბრიუსელში ერთიანობის დეკლარაციას მოაწერა ხელი.

ოპოზიციის განცხადებით, ერთიანდებიან "ქართული ქარტიის“ მიზნების გარშემო, კონკრეტული მიზნების მისაღწევად მოახლოებული არჩევნების წინ და არჩევნების შემდგომ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები