ხატია დეკანოიძე - ძალიან მძიმეა იმის გათვითცნობიერება, რომ ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელიც დასანქცირდა სტრატეგიული პარტნიორისგან

ძალიან მძიმეა იმის გათვითცნობიერება, რომ ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელიც დასანქცირდა სტრატეგიული პარტნიორისგან, -  ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

მისი თქმით, დასანქცირებულ პირებს უკვე მიუვიდათ შეტყობინება აღნიშნულთან დაკავშირებით.

"ეს არის ღია სია, რომელშიც, რა თქმა უნდა, ყველა ის ადამიანი მოხვდება, რომელიც საქართველოს დემოკრატიას ძირს უთხრის და გარდა ამისა, როგორც მილერმა განაცხადა, ამ ადამიანებს შეტყობინებები მიღებული აქვთ, რომ დასანქცირებულები არიან. ესენი არიან პარლამენტის წევრები, პოლიციელები და რა თქმა უნდა, ეს სია ნელ-ნელა გაიზრდება. 

ძალიან მძიმეა იმის გათვითცნობიერება, რომ ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელიც დასანქცირდა, ეს არის უმძიმესი და დაასანქცირა ჩვენმა სტრატეგიულმა პარტნიორმა", - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

აშშ-მა სავიზო შეზღუდვების პირველი ტრანში გამოაცხადა, რომელიც შეეხება "ქართული ოცნების" წევრებს, პარლამენტის წევრებს, ძალოვნებს და კერძო პირებს.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები