თინა ბოკუჩავა - ვთვლით, რომ ამ შემთხვევაში, ყველამ პარტიული და პიროვნული ამბიცია გვერდზე უნდა გადადოს

ოპოზიციამ უნდა შეძლოს, რომ არჩევნებზე ამომრჩეველს რეფერენდუმის სახის არჩევანი მისცეს, - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

"ჩემი მთავარი ფოკუსი და ამოცანა არის ოპოზიციის ერთობაზე მუშაობა, რომელსაც ჰყავს გარკვეული მოწინააღმდეგე და მომხრეები. მე ნამდვილად ვარ ერთ-ერთი მომხრე, ასევე იცით, რომ პრეზიდენტი სააკაშვილის მოსაზრებაც არის, რომ რეფერენდუმად ქცეულ არჩევნებზე ოპოზიციამაც უნდა შეძლოს, რომ რეფერენდუმის სახის არჩევანი მისცეს ამომრჩეველს. რეფერენდუმზე არ არის დიდი არჩევანი, არამედ არის ორი არჩევანი. დღეს ნამდვილად ამ არჩევანის წინაშე დგას ჩვენი ქვეყანა და მნიშვნელოვანია, რომ ამ რეალობას, რომელიც მოგვცა რუსული კანონის რეინიცირებამ, ადეკვატურად ვუპასუხოთ.

მოლაპარაკებები არ დასრულება, კვლავ მიმდინარეობს. ეს არის მნიშვნელოვანი შესაძლებლობის ფანჯარა და ჩვენი მიზანია გამარჯვება. ვთვლით, რომ ამ შემთხვევაში, ყველამ პარტიული და პიროვნული ამბიცია გვერდზე უნდა გადადოს, მივენდოთ ქართველი ხალხის ნებას და მათგან მივიღოთ დაკვეთა, რომელიც დღეს არსებობს", - განაცხადა ბოკუჩავამ "ტვ პირველის" ეთერში.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები