ხატია დეკანოიძე - სალომე ზურაბიშვილის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატურასაც დავუჭერდი მხარს

სალომე ზურაბიშვილის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატურასაც დავუჭერდი მხარს, თუმცა, საპრეზიდენტო კანდიდატადაც, რატომაც არა, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილის პოზიცია ევროინტეგრაციასა და უკრაინასთან მიმართებით ძალიან მნიშვნელოვანია.

"სალომე ზურაბიშვილს მე მაგალითად, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატურაზეც დავუჭერდი მხარს, თუ იქნებოდა, რეალურად, დიდი ქოლგა, რომელშიც მას ექნებოდა სურვილი პოლიტიკური განაცხადი გაეკეთებინა, თუმცა საპრეზიდენტო კანდიდატად, რატომაც არა. 

მისი ძალიან მნიშვნელოვანი პოზიცია ევროინტეგრაციის მიმართულებით და პროუკრაინული პოზიცია, ჩემთვის, ძალიან მნიშვნელოვანია და საქართველოსთვის ამ ეტაპზე ეს გადამწყვეტია", - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გუშინ ახალგაზრდებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ ძალიან ბედნიერი და ამაყი იქნება, თუ კი საარჩევნოდ მათთვის სასურველი საპრეზიდენტო კანდიდატი იქნება.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები