პეტრე ცისკარიშვილი - უკრაინამ სამიტზე დაპატიჟა ქვეყნები, რომლებიც მას გულშემატკივრობენ, საქართველო სამწუხაროდ, ამ რიგებში არ არის

შვეიცარიის სამიტი დიდწილად ორგანიზებულია უკრაინის მიერ. უკრაინამ იქ დაპატიჟა ქვეყნები, რომლებიც უკრაინას გულშემატკივრობენ. საქართველო, სამწუხაროდ, ამ რიგებში არ არის, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინაში ომის დაწყების დღიდან "ქართული ოცნება" რუსეთს უჭერს მხარს.

"შვეიცარიის სამიტი დიდწილად ორგანიზებულია უკრაინის მიერ. უკრაინამ იქ დაპატიჟა ქვეყნები, რომლებიც უკრაინას გულშემატკივრობენ, უნდათ უკრაინის გამარჯვება, მშვიდობა და საქართველო, სამწუხაროდ, ამ რიგებში არ არის. 

რუსეთის აგრესიის დაწყების პირველივე დღიდან "ოცნების" რეჟიმი აკეთებს ყველაფერს, რათა ეკონომიკური სანქციები რუსეთს, როგორც მინიმუმ, შეუმსუბუქოს. აქედან გამომდინარე, ესენი არც არავის მიუწვევია იქ, მაგრამ რომც მიეწვიათ უკრაინის ან ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხრიდან, მათ ექნებოდათ შეზღუდვა უკვე რუსეთის მხრიდან, იმიტომ, რომ ეს არ არის ის სამიტი, რომელსაც რუსეთი იწონებს და რომელსაც რუსეთი ესწრება", - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.

მედიასაშუალებებში ვრცელდება ინფორმაცია, რომ კიევმა საქართველოს პრემიერ-მინისტრი მშვიდობის სამიტზე, სავარაუდოდ, არ მიიწვია. მის ნაცვლად კი მოწვევა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მიიღო.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები