პეტრე ცისკარიშვილი - ანაკლიის პორტის გადაქცევა უნდათ ნოვოროსიისკის პორტის დამატებად

ანაკლიის პორტის გადაქცევა უნდათ ნოვოროსიისკის პორტის დამატებად. ანაკლიის პორტი უნდათ იმისათვის, რომ ემსახუროს ნოვოროსიისკს, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა. 

მისი თქმით, ამ პორტით სურთ, რომ გადაანაწილონ ტვირთები რუსეთის იმ 12 პორტში, რომელიც სანქცირებულია.

"მოდი, პირდაპირ ვთქვათ, რომ ანაკლიის პორტის გადაქცევა უნდათ ნოვოროსიისკის პორტის დამატებად, რადგან ნოვოროსიისკის პორტი თავისი ე.წ. ცენტრალური ჰაბის დანიშნულებით ვეღარ ერევა იმ ტვირთებს, რომელიც შემოდის აღმოსავლეთ სანაპიროზე შავ ზღვაში და რუსეთის პორტებში ნაწილდება შემდეგ ნოვოროსიისკიდან. დაახლოებით 12 პორტია რუსეთში, რომელიც სანქცირებულია, რომელიც შედარებით მცირე ზომის არის, ვიდრე აღნიშნული პორტი ნოვოროსიისკის და ანაკლიის პორტი უნდათ იმისათვის, რომ ემსახუროს ნოვოროსიისკს, როგორც მისი დამატებითი ფილიალი, რომელიც გადაანაწილებს ტვირთებს რუსეთის იმ 12 პორტში, რომელიც არის სანქცირებული და რომელიც ვერ იღებს დიდი ზომის გემებს, რადგან არ არის ღრმაწყლოვანი პორტები ისევე როგორც არის ნოვოროსიისკის პორტი. ამის გარდა, ეს აღნიშნული პორტი დიდწილად, დაახლოებით 70 % -ის ოდენობით ემსახურება თხევად ტვირთებს, აქედან გამომდინარე მშრალი ტვირთების გადაზიდვაზე ნოვოროსიისკის პორტს სჭირდება დამატებითი სიმძლავრეები და შემოიყვანეს ანაკლიის პორტი. აქ იკვრება სამკუთხედი, ერთის მხრივ არის ივანიშვილი თავის ბიზნეს კომერციული ინტერესებით, მეორე მხარეს ჩაჯდა ჩინეთი და მესამე არის მოსკოვი, ამ სამკუთხედში უნდათ, რომ იმოძრაონ თავისი ბიზნეს კომერციული ინტერესებით", - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები