ნიკა გვარამია - 26 ოქტომბერს ჩვენ ვწყვეტთ, საერთოდ, გავხდებით თუ არა ევროკავშირის წევრები

26 ოქტომბერს  ჩვენი ხელის ერთი მოსმით შეგვიძლია, გადავწყვიტოთ, რომ  საქართველო ევროპაა, ან გადავწყვიტოთ, რომ საქართველო რუსეთია, - ამის შესახებ "ახალის" ლიდერმა ნიკა გვარამიამ განაცხადა.

მისი თქმით, სანამ "ქართული ოცნებაა"  ხელისუფლებაში, საქართველოს  ევროინტეგრაციის შესაძლებლობის კარი დახურულია.

"კობახიძე უკვე იმ ვითარებაშია, როდესაც მისთვის სერიოზულად პასუხის გაცემა შეუძლებელი ხდება. არა თუ მოიმატა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შესაძლებლობამ,  არამედ პრაქტიკულად, "ქართულმა ოცნებამ" ეს შესაძლებლობა დაგვიხურა. ამ კარის გახსნა შესაძლებელი იქნება მხოლოდ იმ ვითარებაში, როცა "ქართული ოცნება" ხელისუფლებაში არ იქნება. 

26 ოქტომბერს ჩვენ ვწყვეტთ, საერთოდ, გავხდებით თუ არა ევროკავშირის წევრები და ჩვენ, ჩვენი ხელის ერთი მოსმით შეგვიძლია, გადავწყვიტოთ, რომ საქართველო ევროპაა, ან გადავწყვიტოთ, რომ საქართველო რუსეთია. ჩვენზეა ყველაფერი დამოკიდებული", - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები