ნიკა გვარამია - გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ პასუხისმგებლობით და რაციონალურად და არა პირად მოსაზრებებზე დაყრდნობით

ჩვენ არცერთი ფორმით არ დავეხმარებით ბიძინა ივანიშვილს მთავრობის შექმნაში, იქნება ეს ხმის მიცემა "ოცნების" მთავრობისთვის თუ მონაწილეობა "ოცნების" მთავრობაში, - ამის შესახებ "ახალის" თანათავმჯდომარემ ნიკა გვარამიამ განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციის დოკუმენტით ბევრი საკითხი არის შეთანხმებული, თუმცა მთავარი ორი საკითხია.

"ბევრი საკითხი არის შეთანხმებული ამ დოკუმენტით, მაგრამ მთავარი მაინც არის ორი. პირველი ის, რომ 8 ივლისამდე ჩვენ უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება სწორ კონფიგურაციაზე, რომლითაც წარვდგებით ამომრჩევლის წინაშე და ეს არ არის აუცილებლად ერთიანი სია. ჩვენ გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ პასუხისმგებლობით და რაციონალურად და არა პირად ინტერესებსა და მოსაზრებებზე დაყრდნობით და მეორე, ეს არის განაცხადი იმისა, რომ ჩვენ არცერთი ფორმით არ დავეხმარებით ბიძინა ივანიშვილს მთავრობის შექმნაში, იქნება ეს ხმის მიცემა "ოცნების" მთავრობისთვის თუ მონაწილეობა "ოცნების" მთავრობაში", - განაცხადა ნიკა გვარამიამ. 

ქართული ოპოზიციის ნაწილმა ბრიუსელში ერთიანობის დეკლარაციას მოაწერა ხელი. ოპოზიციის განცხადებით, ერთიანდებიან "ქართული ქარტიის"  მიზნების გარშემო, კონკრეტული მიზნების მისაღწევად მოახლოებული არჩევნების წინ და არჩევნების შემდგომ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები