ნიკა გვარამია - ჩვენი პასუხისმგებლობაა, რომ "ქართული ოცნება" დამარცხდეს და მოვიდეს კოალიცია

მკაფიო და სინერგიულ ეფექტს, რაც გვაძლევს ეს არის პარტია "ლელო",  "გირჩი-დროა" და "ევროპული საქართველო". ჩვენსა და "ლელოს" შორის დიდი ხანია, დიალოგი მიმდინარეობს, - ამის შესახებ "ახალის" ლიდერმა ნიკა გვარამიამ განაცხადა.

"ერთიანი სია თეორიულად გამოსვლადი არ არის. ჩვენთვის, მკაფიო და სინერგიულ ეფექტს, რაც გვაძლევს ეს არის პარტია "ლელო", "გირჩი-დროა" და "ევროპული საქართველო ". ჩვენსა და  "ლელოს " შორის დიდი ხანია, დიალოგი მიმდინარეობს. 

ზუსტად ვიცით, რომ 5%-იან ბარიერს ლახავს "ნაციონალური მოძრაობა" და პარტია "ახალი", მიუხედავად ამისა, ჩვენ ვაცხადებთ, რომ არ ვაპირებთ მარტო გასვლას. ჩვენი პასუხისმგებლობაა, რომ "ქართული ოცნება" დამარცხდეს და მოვიდეს კოალიცია, რომელიც არა მხოლოდ "ქართულ ოცნებას" გაუშვებს, არამედ უკეთეს სახელმწიფოს ააშენებს. 

"ქართული ოცნება" დღეს არის დამარცხებული, თუ ვინმეს ან რამეს შეუძლია, რომ "ქართულ ოცნებას " გაამარჯვებინოს,  ეს არის ოპოზიციის სიზარმაცე და არათანმიმდევრულობა", - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები