ზელენსკი - გადაწყვეტილების მიღების ნებისმიერი შეფერხება ნიშნავს ადამიანის სიცოცხლის დაკარგვას

ზაპოროჟიეს ოლქში, ვოლნიანსკში, მტრის დაბომბვის შედეგად დაიღუპა შვიდი ადამიანი, მათ შორის ორი ბავშვი, თუმცა მსხვერპლის რაოდენობა შეიძლება გაიზარდოს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

"შვიდი ადამიანი, მათ შორის ორი ბავშვი, დაიღუპა რუსული სარაკეტო თავდასხმის შედეგად ზაპოროჟიეს ოლქში. ვუსამძიმრებ ყველას, ვინც დაკარგა საყვარელი ადამიანები. სამწუხაროდ, მსხვერპლთა რაოდენობა შეიძლება კვლავ გაიზარდოს“, - წერს ზელენსკი.

მისივე თქმით, არსებობს ყოველდღიური რუსული ტერორის დასაძლევად გზები, რომლითაც უკრაინის ქალაქები და თემები ზარალდებიან. ამისათვის, მისი თქმით, აუცილებელია რუსი ტერორისტებისა და გამშვები სადგურების განადგურება იქ, სადაც ისინი არსებობენ, ასევე უკრაინაში თანამედროვე საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობის გაზრდა.

"მადლობას ვუხდი ყველა პარტნიორს, ვინც გვეხმარება, ჩვენ გვჭირდება გადაწყვეტილებების დაჩქარება.

ამ ომში გადაწყვეტილების მიღების ნებისმიერი შეფერხება ნიშნავს ადამიანის სიცოცხლის დაკარგვას“, - განაცხადა ზელენსკიმ.

ოკუპანტების დღევანდელი დაბომბვის შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა, 20-ზე მეტი კი დაშავდა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები