ესტონეთის მმართველმა პარტიამ პრემიერ-მინისტრის პოსტზე კანდიდატი წარადგინა

ესტონეთმა მთავრობის მეთაურის პოსტზე კანდიდატი წარადგინა.

ესტონეთის "რეფორმების" პარტიამ ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება კალასის ნაცვლად პრემიერ-მინისტრის პოსტზე კრისტენ მიხაილის წარდგენის შესახებ. მიხაილი კლიმატის ცვლილების სამინისტროს ხელმძღვანელობდა. მისი თქმით, ესტონეთის მოქალაქეების უსაფრთხოება მისი პრიორიტეტია.

პარტიის ხელმძღვანელობამ ასევე შეათანხმა კოალიციური მოლაპარაკებებისთვის დელეგაციის შემადგენლობა, რომელშიც შევლენ კრისტენ მიხაილი, თავდაცვის მინისტრი, საგარეო საქმეთა მინისტრი, პარლამენტის წევრები, სოციალური უზრუნველყოფის მინისტრი, ტარტის მერი და პრემიერის აპარატის უფროსი.

"რაც მალე მივაღწევთ სიცხადეს კოალიციური შეთანხმების განახლების საკითხში, მით უკეთესი იქნება ესტონეთისთვის“, - განაცხადა კრისტენ მიხაილმა.

კაია კალასი, როგორც ესტონეთის პრემიერ-მინისტრი, 9-11 ივლისს ნატო-ს სამიტს ეწვევა, რის შემდეგაც ის პოსტს დატოვებს და  ჯოზეფ ბორელს შეცვლის.

მსგავსი სიახლეები