უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.
ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 543 810 (+1110) ჯარისკაცი დაკარგა.
ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 25.02.22-დან 01.07.24-მდე: ტანკები - 8099 (+19), ჯავშანტექნიკა - 15 550 (+26), საარტილერიო სისტემები - 14 599 (+66), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა - 1111 (+1).
საჰაერო თავდაცვის სისტემები - 874 (+1), თვითმფრინავები - 360 (+0), ვერტმფრენები - 326 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები - 11 620 (+36), ფრთოსანი რაკეტები - 2333 (+2).
მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი - 28 (+0). წყალქვეშა ნავები - 1 (+0). საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი - 19 713 (+70), სპეციალური ტექნიკა - 2448 (+0).