ორბანი კიევში ჩავიდა

ორბანი კიევში ჩავიდა

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი კიევში ჩავიდა. მისი ვიზიტის პროგრამაში შედის შეხვედრა პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან.

უკრაინის დედაქალაქში პრემიერის ვიზიტზე უნგრული მედიაც წერს. ინფორმაცია მათ ორბანის პრესმდივანმა დაუდასტურა. მან ასევე განაცხადა, რომ ორბანს და ზელენსკის შორის მოლაპარაკებებია მოსალოდნელი. მხარეები განიხილავენ "მშვიდობის დამყარების შესაძლებლობას", ასევე უნგრეთ-უკრაინის ორმხრივი ურთიერთობების აქტუალურ საკითხებს.

"ვიქტორ ორბანი და ვოლოდიმირ ზელენსკი ასევე განიხილავენ უნგრეთ-უკრაინის ორმხრივი ურთიერთობების აქტუალურ საკითხებს, ეს მოვლენა შესაძლოა, გახდეს პირველი პირადი  შეხვედრა ორბანს და ზელენსკის შორის 2022 წლის 24 თებერვლის  შემდეგ“, - წერს უნგრელი გაზეთი Népszava.

კიევში ვიზიტის წინა დღეს, ორბანმა ინტერვიუ მისცა გამოცემა M1-ს, სადაც კითხვაზე, თუ რა შეეძლო უნგრეთს გაეკეთებინა ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის დროს უკრაინაში ომის დასასრულებლად, მან აღნიშნა, რომ ”მშვიდობის ხელშეწყობის პირველი ნაბიჯები 2 ივლისს გადაიდგმება“.

მისი თქმით, "ამერიკელების გვერდით დატოვება არ შეიძლება“, როდესაც საქმე ეხება ევროკავშირის მომავალს და უკრაინასა და რუსეთის ფედერაციას შორის ომს. ის მიიჩნევს, რომ ევროკავშირს მოუწევს "მოემზადოს იმ სიტუაციისთვის, რომ ადრე თუ გვიან რუსები და ამერიკელები ერთმანეთთან შეთანხმებას მიაღწევენ".

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები