არქიმანდრიტი კირიონი - სამუშაოებს შეასრულებენ გერმანელი სპეციალისტები და ეს გაგრძელდება 6 კვირა

მიმდინარეობს დროებითი გადახურვის ეტაპი. მასალები არის გერმანული კომპანიის მიერ შესრულებული უშუალოდ გელათის ტაძრისთვის. ამ სამუშაოებს შეასრულებენ გერმანელი სპეციალისტები და ეს გაგრძელდება 6 კვირა, - ამის შესახებ გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ არქიმანდრიტმა კირიონმა განაცხადა.

"მიმდინარეობს დროებითი გადახურვის ეტაპი და ეს მასალები არის გერმანული კომპანიის მიერ შესრულებული უშუალოდ გელათის ტაძრისთვის და არის გელათის კონსტრუქციაზე მორგებული, მოხდება გელათის ტაძრის ერთიანი დროებითი გადახურვა.  ამ სამუშაოებს შეასრულებენ გერმანელი სპეციალისტები და ეს გაგრძელდება 6 კვირა. 

დალაგებულია სპეციალური ბეტონის ფილები, რომელიც ჩამოისხა კომპანია "კანოში" რუსთავში, რომელსაც დაეყრდნობა ეს ერთიანი გადახურვის კონსტრუქცია. ეს კონსტრუქცია ამ ტაძრის სტრუქტურას არ ეხება. 

მთელი ეს ტაძარი იქნება შეფუთული თეთრი სპეციალური მაღალტექნოლოგიური მატერიით. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ახლა ხორციელდება 2 ივლისიდან 15 აგვისტომდე პირველი ეტაპის სამუშაოები, რომელიც ნიშნავს, რომ ავაშენებთ კონსტრუქციას და დავფარავთ მთელი ტაძრის სტრუქტურას გუმბათის გარდა. ორი კვირის შემდეგ კი განახლდება გუმბათის გადახურვის სამუშაოები", - განაცხადა არქიმანდრიტმა კირიონმა.

გელათის სამონასტრო კომპლექსში სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება, რის გამოც, ტაძარი ვიზიტორებისთვის 15 აგვისტომდე დაიკეტა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები