Logo

დიდი ბრიტანეთის ელჩმა საგარეო საქმეთა სამინისტრო კომენტარის გარეშე დატოვა

პოლიტიკა
71
Frontnews image description

დიდი ბრიტანეთის ელჩმა გარეთ უორდმა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო დატოვა.

ელჩს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.

დიდი ბრიტანეთის ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში ახსნა-განმარტებისთვის იყო დაბარებული.

საქმე ეხება ბრიტანეთის მთავრობის მიერ "იმედისა“ და „პოსტივის“ დასანქცირებას.

საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა, რომ ელჩისგან მოითხოვდნენ განმარტებას, რა არის ქართული ტელევიზიების დასანქცირების საფუძველი, რადგან სანქციებს მტკიცე სამართლებრივი საფუძველი სჭირდება.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები