Logo

დიდი ოდენობით ფინანსური სარგებლის უკანონოდ მიღების მიზნით ჩადენილი კიბერდანაშაულის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

სამართალი
539
Frontnews
დიდი ოდენობით ფინანსური სარგებლის უკანონოდ მიღების მიზნით ჩადენილი კიბერდანაშაულის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, კომპლექსურად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით კომპიუტერული სისტემის ფუნქციონირებაში უნებართვოდ ჩარევის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, დიდი ოდენობით ფინანსური სარგებლის უკანონოდ მიღების მიზნით, ერთ-ერთ ელექტრონულ პლატფორმაზე სხვისი პირადი მონაცემების გამოყენებით ელექტრონული საფულის ანგარიში შექმნა.

შემდგომში იგი უნებართვოდ ჩაერია კომპიუტერულ სისტემაში და სხვა ანგარიშიდან მის მიერ შექმნილ ელექტრონულ საფულეზე მართლსაწინააღმდეგოდ დააგენერირა და ასახა 73 000-მდე ლარი, რომელიც შემდგომ თავადვე განკარგა.

სამართალდამცველებმა დამნაშავე პირი ბრალდებულის სახით მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 286-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების 10 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები