Logo

დიდი ოდენობით ყალბი აქციზური მარკების გასაღების ფაქტზე თურქეთის ორი მოქალაქე დააკავეს

სამართალი
925
Frontnews
დიდი ოდენობით ყალბი აქციზური მარკების გასაღების ფაქტზე თურქეთის ორი მოქალაქე დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით ყალბი აქციზური მარკების გასაღების ფაქტზე, თურქეთის ორი მოქალაქე დააკავეს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, მატერიალური სარგებლის უკანონო მიღების მიზნით, 1 000 აშშ დოლარის გადახდის სანაცვლოდ, გაასაღეს 2 000 ერთეული ქართული ყალბი აქციზური მარკა. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ყალბი აქციზური მარკები სრულად იქნა ამოღებული.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით თავისუფლების 4-დან 6 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს", - აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები