დიდი ოდენობით ყალბი ფულის შენახვისა და გასაღების ფაქტზე ორი პირი დააკავეს

ავტორი
Front News საქართველო
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი ფულის შენახვისა და გასაღების ფაქტზე, ორი პირი დააკავეს.
"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, მატერიალური სარგებლის უკანონო მიღების მიზნით, ქვემო ქართლის რეგიონში არსებულ შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „რიკო ექსპრესის“ ფილიალებში გაასაღეს, ჯამში, 3000 აშშ დოლარის ოდენობის, 60 ცალი ყალბი 50 აშშ დოლარიანი კუპიურა.
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ყალბი კუპიურები სრულად იქნა ამოღებული.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახით თავისუფლების 7-დან 10 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს", - აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში.
თაგები:
ყალბი ფული
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


