დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები დღეს ირაკლი კობახიძეს შეხვდებიან

ავტორი
Front News საქართველო
დღეს, 3 ივნისს 12:00 საათზე დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს შეხვდებიან.
"ჩვენი მთავარი მოთხოვნა უცვლელია: ჩვენ ვითხოვთ დიუშენის სამკურნალო თანამედროვე პრეპარატების შემოტანას, რომლებიც ანელებენ დაავადების პროგრესს და ზრდიან სიცოცხლის ხანგრძლივობას.
ჩვენ გვაქვს იმედი, რომ სახელმწიფო მიიღებს სწრაფ ზომებს ჩვენი ბავშვების სიცოცხლის გადასარჩენად", - აცხადებენ მშობლები.





