
ავტორი
Front News საქართველო
"დაიცავი ილიაუნის" ლაივ მარათონში დიუშენით დაავადებული ბავშვებისთვის უკვე მილიონი ლარი შეგროვდა.
"შეგროვდა 1 000 000 ლარი!
ერთი მილიონი! თანხა, რომელიც შეუძლებლად ჟღერს. თანხა, რომელიც ქართველმა ხალხმა სიყვარულით, ერთობით და სოლიდარობით შეაგროვა. ეს მილიონი ლარი ნიშნავს: სასუნთქ აპარატებს, ადაპტირებულ საწოლებს და ეტლებს, მედიკამენტებს, აუცილებელ ოპერაციებს და მასაჟებს და ყველაზე მთავარს - შანსს, რომ დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებმა ყოველდღიური ბრძოლა გააგრძელონ", - წერს "დაიცავი ილიაუნი" სოციალურ ქსელში.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლები უკვე ერთი თვეა თბილისში, კანცელარიასთან უწყვეტ აქციას მართავენ და შვილებისთვის წამალს ითხოვენ.
საქართველოში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის დიაგნოზით 100-მდე ბავშვია აღრიცხული. ეს გენეტიკური დაავადებაა, რომელიც ადრეულ ასაკში კუნთების დასუსტებას და ფატალურ შედეგს იწვევს.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს