დუდა – პოლონეთისა და პოლონელების ინტერესებშია, რომ ეს ომი სამართლიანი მშვიდობით დასრულდეს


ავტორი
Front News საქართველო
პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ 26 აპრილს ვატიკანში ვოლოდიმირ ზელენსკის და დონალდ ტრამპს შორის გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა.
“ვიმედოვნებ, რომ იქ (შეხვედრის დროს) განსაკუთრებული სული იყო, რაც შთააგონებს ახალ გადაწყვეტილებებსა და იდეებს, რომელიც ხელს შეუწყობს ამ ომის დასრულებას.
ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი პოლონეთისა და პოლონელების ინტერესებია. პოლონეთისა და პოლონელების ინტერესებშია, რომ ეს ომი სამართლიანი მშვიდობით დასრულდეს. ეს ასევე მოგვცემს გარანტიას, რომ ჩვენ შეგვიძლია განვითარდეთ ნამდვილად მშვიდობიანად, თავდასხმების შიშის გარეშე“, – განაცხადა პოლონეთის პრეზიდენტმა.
26 აპრილს, ვატიკანში, რომის პაპი ფრანცისკეს დაკრძალვის ცერემონია გაიმართა, რომელიც 21 აპრილს გარდაიცვალა. ცერემონიაზე ათასობით მორწმუნე და დაახლოებით 50 მსოფლიო ლიდერი შეიკრიბა.
ღონისძიების დროს ზელენსკი და ტრამპი პირადად შეხვდნენ – ეს მათი პირველი საუბარი იყო 28 თებერვალს თეთრ სახლში კამათის შემდეგ.
უკრაინის პრეზიდენტმა ტრამპთან საუბარს პროდუქტიული უწოდა.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს