ძლიერმა ქარმა ბათუმში პრობლემები შექმნა, დაშავებულია ორი ადამიანი


ავტორი
Front News საქართველო
ბათუმში, გორგასლის ქუჩაზე ორ ადამიანს, რომლებიც ქვეითად გადაადგილდებოდნენ, სავარაუდოდ, ერთ-ერთი სახლის სახურავის ნაწილი დაეცა.
შემთხვევა პიაცას მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, ძლიერმა ქარმა საცხოვრებელს სახურავი ახადა და ცოლ-ქმარი მოიყოლა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს. როგორია მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა, ამ ეტაპზე, უცნობია.
ტერიტორია ყვითელი ლენტითაა შემოსაზღვრული. ადგილზე შსს-ს შესაბამისი დანაყოფები მუშაობენ.
სავარაუდოდ, ძლიერი ქარის გამო, ბათუმის ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება.
ქარმა ბათუმის აეროპორტში პრობლემა შეუქმნა სტამბოლი-ბათუმის რეისსაც, რომელიც დაშვებას ვერ ახერხებდა და დაგვიანებით დაჯდა.
ასევე, გორგილაძის ქუჩაზე ძლიერმა ქარმა ხე მოგლიჯა.
თაგები:
ბათუმი