ეკა სეფაშვილი - ეს არის გლობალური ბრძოლა და იმედი მაქვს, გლობალური აქტორები ამ ბრძოლაში სამხედრო ესკალაციამდე არ მივლენ

ავტორი
Front News საქართველო
ამერიკასა და ევროკავშირს შორის წარმოშობილი უთანხმოება გრენლანდიასთან დაკავშირებით, მიუთითებს იმაზე, რომ გლობალურად მიმდინარეობს ბრძოლა გავლენის სფეროების გადანაწილებისთვის, - ამის შესახებ პარტია "ხალხის ძალის" საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა ეკა სეფაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ამ გლობალური ბრძოლაში გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება რესურსებსა და დამაკავშირებელ გზებს.
"ეს არის გლობალური ბრძოლა და, იმედი მაქვს, გლობალური აქტორები ამ ბრძოლაში სამხედრო ესკალაციამდე არ მივლენ. ამერიკასა და ევროკავშირს შორის წარმოშობილი უთანხმოება გრენლანდიასთან დაკავშირებით, მიუთითებს იმაზე, რომ გლობალურად მიმდინარეობს ბრძოლა გავლენის სფეროების გადანაწილებისთვის. გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება როგორც რესურსებს, ასევე სხვადასხვა ქვეყნებისა და კონტინენტების დამაკავშირებელ გზებზე კონტროლის მოპოვებას. ეს არის გლობალური ბრძოლა და იმედი მაქვს, გლობალური აქტორები ამ ბრძოლაში სამხედრო ესკალაციამდე არ მივლენ; შემოიფარგლებიან მხოლოდ სავაჭრო ომებით ან დიპლომატიური გზით გადაწყვეტენ ამ საკითხს“, - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.
თაგები:
ეკა სეფაშვილი




