
ავტორი
Front News საქართველო
გვახსოვდეს, რომ თინა ბოკუჩავამ ყველაზე რთულ პერიოდში ითავა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობა. მისი ეს გამბედაობა დასაფასებელია, - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია ციხიდან გავრცელებულ წერილში წერს.
მისივე თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას“ წარმატებას უსურვებს ნებისმიერ იმგვარ ფორმაციაში, რომელიც საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლას შეუწყობს ხელს.
"მინდა მადლობა გადავუხადო თინა ბოკუჩავას - ჩვენი ქვეყნისთვის ასეთ რთულ პერიოდში, გამორჩეული თანამშრომლობისთვის. ბუნებრივია, ამ ვითარებაში, საერთო ფრონტის არსებობა ჩვენი ვალდებულებაა, თუმცა, ხაზი მინდა, გავუსვა, რომ თინასთან თანამშრომლობა ჩემთვის ძალიან საინტერესო, კონსტრუქციული და განსხვავებების მიუხედავად, ყოველთვის შედეგზე ორიენტირებული იყო.
გამორჩეულად მნიშვნელოვანი იყო მისი მუშაობა საგარეო ასპარეზზე, როგორც ჩემთვის, ისე ჩვენი არაერთი პარტნიორისთვის. თინას არასდროს დაურღვევია ბალანსი პირად, პარტიულ თუ ქვეყნის ინტერესებს შორის. მისთვის ყოველთვის პირველ ადგილზე იყო ქვეყნის ინტერესი, თუმცა, ყოველთვის რჩებოდა პარტიული ინტერესის ერთგულიც, რაც ძალიან მნიშვნელოვანია პოლიტიკოსისთვის.
გვახსოვდეს, რომ თინა ბოკუჩავამ ყველაზე რთულ პერიოდში ითავა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობა. მისი ეს გამბედაობა დასაფასებელია. „ნაციონალურ მოძრაობას“ კი წარმატებას ვუსურვებ ნებისმიერ იმგვარ ფორმაციაში, რომელიც საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლას შეუწყობს ხელს“, - წერს ელენე ხოშტარია.
თაგები:
ელენე ხოშტარია
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს