Logo

"ევროპის უნივერსიტეტმა" აგვისტოს ომში დაღუპულ გმირებს პატივი მიაგო

საზოგადოება
158
Frontnews
"ევროპის უნივერსიტეტმა" აგვისტოს ომში დაღუპულ გმირებს პატივი მიაგო

"ევროპის უნივერსიტეტის" წარმომადგენლებმა საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენციის წევრი უნივერსიტეტების რექტორებთან, ასევე განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიასთან ერთად საქართველო-რუსეთის ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე აგვისტოს ომის გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს.

რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომიდან 18 წელი გავიდა. 5-დღიან საომარ მოქმედებებს 400-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, მათ შორის 170 – სამხედრო, შსს-ს 19 თანამშრომელი, 244 – სამოქალაქო პირი, დაიჭრა 2 234 ადამიანი, 26 000 კი დევნილად იქცა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები