ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო

ავტორი
Frontnews საქართველო
ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ მორიგი კრიტიკული რეზოლუცია 445 ხმით 37-ის წინააღმდეგ მიიღო.
რეზოლუცია "ქართული ოცნების" მიერ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობებს, საქართველოში დემოკრატიის უკუსვლას, ადამიანის უფლებებისა და მედიის თავისუფლების მდგომარეობას შეეხება.
დოკუმენტში ევროპარლამენტი გმობს ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობას და საკონსტიტუციო სარჩელის დაუყოვნებლივ გამოტანას მოითხოვს. ევროპარლამენტარები ასევე ითხოვენ პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას და პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებების მოხსნას.
ევროპარლამენტი დოკუმენტში ადასტურებს მხარდაჭერას ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებების მიმართ და აცხადებს, რომ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობები საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზას კიდევ უფრო აშორებს.
თაგები:
ევროპარლამენტი




