მაკა ბოჭორიშვილი - პრემიერ-მინისტრმა მონაწილეობა მიიღო პრეზიდენტ ტრამპის სახელით გამართულ ვახშამში

ავტორი
Frontnews საქართველო
საგარეო საქმეთა მინისტრის მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში იმართება არაერთი მაღალი დონის ღონისძიება, რომელშიც საქართველოს დელეგაცია მონაწილეობს.
"ეს არის შეიძლება ითქვას საერთაშორისო არენაზე მთავარი ტრიბუნა, სადაც ჟღერდება მთავარი გზავნილები ნებისმიერი ქვეყნისთვის და საქართველოსთვის, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, მაშინ, როდესაც მთელი მსოფლიოს ყურადღება სწორედ აქეთ არის მოპყრობილი, ვისაუბროთ ჩვენი ქვეყნის მიღწევებზე, ასევე, ჩვენი ქვეყნის გამოწვევებზე, ის თუ რა პროცესებიც მიმდინარეობს ჩვენს რეგიონში და როგორია ხედვა საქართველოდან იმ პროცესების, რაც ხდება რეგიონში და გლობალურად.
გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში იმართება არაერთი მაღალი დონის ღონისძიება, რომელშიც მონაწილეობას იღებს საქართველოს დელეგაცია. პრემიერ-მინისტრმა მონაწილეობა მიიღო პრეზიდენტ ტრამპის სახელით გამართულ ვახშამში, მიღებაში, რომელზეც მიწვეული იყო საქართველოს დელეგაცია და პრემიერ-მინისტრს ჰქონდა შესაძლებლობა, მონაწილეობა მიეღო.
ასევე, დღეს იმართება ღონისძიება ფინეთის პრეზიდენტის ინიციატივით, რომელიც მიეძღვნება მსოფლიოში მშვიდობის განმტკიცებას და მასშიც საქართველოს პრემიერ-მინისტრს აქვს შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღოს და ისაუბროს საქართველოს გამოწვევებზე, სწორედ უსაფრთხოების კუთხით.
საქართველოს დელეგაცია მონაწილეობს სხვადასხვა ღონისძიებაში, მათ შორის იმ ღონისძიებებში, რომლებიც ეძღვნება ჩვენს რეგიონში მიმდინარე პროცესებს და წარმოდგენილი იქნება, ასევე, საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან. გაიმართება არაერთი შეხვედრა, როგორც გაეროს, ასევე, ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან დღეს და ჩვენ გვექნება შესაძლებლობა ვისაუბროთ სწორედ ამ ორგანიზაციების ფარგლებში საქართველოსთან თანამშრომლობაზე", - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
თაგები:
მაკა ბოჭორიშვილი




