Logo

განათლების სამინისტროსთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

საზოგადოება
231
Frontnews image description

განათლების სამინისტროსთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

აქციას სტუდენტები, მასწავლებლები და სამოქალაქო აქტივისტები მართავენ.

მათი თქმით, "ქართული ოცნების" გადაწყვეტილება ილიაუნის ფაქტობრივად დახურვას ნიშნავს.

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ხელისუფლების ეს ქმედება მიზნად ისახავს განათლების დეგრადაციას.

"ეს ქმედებები მიზნად ისახავს საქართველოში განათლების დონის მნიშვნელოვნად შემცირებას და მათ შორის, განათლების მოკვლას, რაც მხოლოდ რეჟიმს აწყობს, რადგან მათთვის ბევრი განათლებული ადამიანი პრობლემაა. ჩვენ ამას არ შევეგუებით და აუცილებლად გავაგრძელებთ ბრძოლას", - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები