Logo

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტებზე 4 პირი დააკავეს

სამართალი
186
Frontnews
განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტებზე 4 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში შემოტანის ბრალდებით, სხვადასხვა დროს 4 პირი დააკავეს, მათ შორის 3 უცხო ქვეყნის მოქალაქეა.

შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა თბილისისა და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტებში, ბრალდებულების ხელბარგისა და პირადი ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს, განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება და ფსიქოტროპული ნივთიერება, მათ შორის: 150 გრამზე მეტი "კოკაინი“, "მეთილფენიდატისა" და „კოდეინის“ 359 აბი, 206 აბი "პრეგაბალინი“ და 17 აბი „ლირიკა“.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 261-ე, 262-ე და 263-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების 20 წლამდე ან უვადო აღკვეთას ითვალისწინებს.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები