Logo

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს

სამართალი
378
Frontnews
განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციისა და  ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტების თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით, უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა საბაჟო გამშვებ პუნქტ „სარფის“ ტერიტორიაზე, დაკავებულის მართვის ქვეშ არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალების შემოწმების შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს ბრალდებულის მიერ მალულად შემოტანილი  განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერება - 109 აბი "პრეგაბალინი".

გამოძიება  სისხლის სამართლის კოდექსის 261-ე და 263-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების 8-დან 12 წლამდე აღკვეთას ითვალისწინებს.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები