
ავტორი
Front News საქართველო
ჩვენი მიმართვა საქართველოს ხელისუფლებისადმი არის, რომ სრულად აღასრულოს სანქციები და შეამციროს რუსული ნავთობის შესყიდვა, - ამის შესახებ საქართველოში ბრიტანეთის ელჩმა გარეთ უორდმა განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოს შეუძლია შეასრულოს თავისი როლი ევროპულ სანქციებთან მიმართებით.
"უკრაინაში რუსეთის შეჭრა ძალიან რელევანტური საკითხია საქართველოსთვის. ჩვენ ვიცით, რომ საქართველოს ტერიტორიების 20% ასევე არის ოკუპირებული რუსეთის მიერ. ჩვენ ვიცით რუსეთის არალეგალური ქმედებების შესახებ. მისი ჯარები რჩება საქართველოს ტერიტორიაზე, აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი ის არის, როგორ შეუძლია საქართველოს, რომ მხარი დაუჭიროს უკრაინას. აქ ძალიან მკაფიოდ მინდა ვთქვა - არავინ სთხოვს საქართველოს, გახსნას მეორე ფრონტი, ეს დეზინფორმაციაა.
ჩვენ ვამბობთ, რომ საქართველოს შეუძლია შეასრულოს თავისი როლი ევროპულ სანქციებთან მიმართებით და იმის უზრუნველყოფით, რომ რუსეთს არ ექნება წვდომა საბრძოლო მასალაზე და არ ექნება შემოსავალი ნავთობიდან და გაზიდან. ეს არის საკვანძო გზავნილი საქართველოსთან მიმართებით.
ჩვენ ვამბობთ, რომ საქართველოს შეუძლია მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს ევროპულ სანქციებთან შეერთებით და იმის უზრუნველყოფით, რომ რუსეთს არ ჰქონდეს წვდომა საბრძოლო დანიშნულების საქონელზე და შემოსავალზე ნავთობიდან და გაზის გაყიდვიდან.
ჩვენი მიმართვა საქართველოს ხელისუფლებისადმი არის, რომ სრულად აღასრულოს სანქციები და შეამციროს რუსული ნავთობის შესყიდვა. გაერთიანებული სამეფო გამოაცხადებს რუსეთის ნავთობის ინდუსტრიასთან დაკავშირებით დამატებით ზომებს. ვფიქრობ, ეს არის მთავარი გზავნილი", - განაცხადა უორდმა.
თაგები:
გარეთ უორდი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს