
ავტორი
Front News საქართველო
შინაგან საქმეთა მინისტრმა გეკა გელაძემ შეხვედრა გამართა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან, პერე ჟოან პონს სამპიეტროსთან, რომელიც საქართველოში ოფიციალური ვიზიტით, დელეგაციასთან ერთად, იმყოფება.
პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა განიხილეს საქართველოში, საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გატარებული ზომები.
"მინისტრმა დელეგაციის წევრებს გააცნო შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმიანობის პრიორიტეტული მიმართულებები და მიმდინარე რეფორმები.
გეკა გელაძემ და პერე ჟოან პონს სამპიეტრომ ასევე ისაუბრეს სამინისტროსა და ეუთოს შორის თანამშრომლობის საკითხებზე. მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოსთვის მნიშვნელოვანი და პრიორიტეტულია ეუთოს ინსტიტუტებთან ურთიერთობა და მომავალში აღნიშნული თანამშრომლობის გაღრმავებასთან დაკავშირებით მზაობა გამოხატა", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს