Logo

გეკა გელაძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა

პოლიტიკა
156
Frontnews
გეკა გელაძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა გეკა გელაძემ საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ ყირგიზეთის შინაგან საქმეთა მინისტრ ულან ნიაზბეკოვს უმასპინძლა.

პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ყირგიზეთის რესპუბლიკას შორის არსებული პარტნიორობის საკითხები და მისი გაღრმავების პერსპექტივები.

"საუბარი შეეხო მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების ფონზე, უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებს და ამ კონტექსტში ორი ქვეყნის უსაფრთხოების სტრუქტურებსა და სამართალდამცავ უწყებებს შორის მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობას.

შეხვედრაზე ასევე ხაზი გაესვა მიმდინარე წლის ივნისში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ისტორიული ვიზიტის მნიშვნელობას ყირგიზეთის რესპუბლიკაში.

გეკა გელაძის თქმით, აღნიშნული ვიზიტი ახალ ბიძგს მისცემს საქართველო-ყირგიზეთის ორმხრივ ურთიერთობებს.

ორი უწყების ხელმძღვანელმა პირებმა იმედი გამოთქვეს, რომ ერთობლივი ძალისხმევით საქართველოსა და ყირგიზეთის რესპუბლიკას შორის არსებული კავშირები კიდევ უფრო გაძლიერდება", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები