Logo

გეკა გელაძე სომხეთის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა

პოლიტიკა
80
Frontnews
გეკა გელაძე სომხეთის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გეკა გელაძე, ერევანში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, სომხეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრ არპინე სარგსიანს შეხვდა.

პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ორი ქვეყნის უსაფრთხოების სტრუქტურებსა და სამართალდამცავ უწყებებს შორის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

"ასევე, ხაზი გაესვა საქართველოსა და სომხეთს შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებსა და მჭიდრო პარტნიორობას.

ორი უწყების ხელმძღვანელმა პირებმა მიმოიხილეს ორმხრივი ინტერესის სფეროები და იმსჯელეს პარტნიორობის გაღრმავების ძირითად მიმართულებებზე", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები