
ავტორი
Front News საქართველო
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა გეკა გელაძემ, მოადგილე ალექსანდრე მაისურაძესთან ერთად, დაზვერვის სააგენტოს ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
პრესსამსახურის ინფორმაციით, გეკა გელაძემ შეხვედრაზე პრიორიტეტული მიმართულებები განიხილა და ყურადღება გაამახვილა სააგენტოს საქმიანობის ეფექტიანობის გაუმჯობესების შესაძლებლობებზე.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა დაზვერვის სააგენტოს თანამშრომლებს საქმიანობის საკვანძო სფეროებისა და რისკებზე რეაგირების ინსტრუმენტების თვისებრივი განვითარების საქმეში მხარდაჭერა აღუთქვა.
გეკა გელაძემ სააგენტოს თითოეულ თანამშრომელს გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და სტრატეგიული მიზნების განხორციელებაში წარმატება უსურვა.
დაზვერვის სააგენტოში სტუმრობისას, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ინფრასტრუქტურასა და მატერიალურ-ტექნიკურ ბაზასაც გაეცნო.
თაგები:
გეკა გელაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს