Logo

გეკა გელაძემ სომხეთის რესპუბლიკის საგარეო დაზვერვის სამსახურის უფროსს უმასპინძლა

პოლიტიკა
149
Frontnews
გეკა გელაძემ სომხეთის რესპუბლიკის საგარეო დაზვერვის სამსახურის უფროსს უმასპინძლა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა გეკა გელაძემ სომხეთის რესპუბლიკის საგარეო დაზვერვის სამსახურის უფროსს ქრისტინე გრიგორიანს უმასპინძლა.

პრესსამსახურის ინფორმაციით, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ორი უწყების ხელმძღვანელმა პირებმა სამუშაო შეხვედრა გამართეს, რომლის დროსაც საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის არსებული მტკიცე მეგობრული ურთიერთობები და მისი გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს.

"ხაზი გაესვა საერთაშორისო უსაფრთხოების წინაშე არსებული გამოწვევების დაძლევის პროცესში ორი ქვეყნის დაზვერვისა და უსაფრთხოების სტრუქტურებს შორის კონსტრუქციული დიალოგისა და მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობას.

ქრისტინე გრიგორიანმა ქართველ კოლეგას მადლობა გადაუხადა გულთბილი მასპინძლობისთვის და პრიორიტეტული მიმართულებებით თანამშრომლობის გაღრმავების მზაობა გამოთქვა.

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ქრისტინე გრიგორიანი, დელეგაციასთან ერთად, დაზვერვის სააგენტოს ეწვია და ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო შეხვედრა გამართა", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები