
ავტორი
Front News საქართველო
სუსის ინფორმაციით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აგრძელებს დანაყოფების მატერიალურ-ტექნიკური შესაძლებლობების გაძლიერებას და თანამედროვე აღჭურვილობით უზრუნველყოფას.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა გეკა გელაძემ სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტს მრავალფუნქციური, სპეცდანიშნულების და სწრაფი რეაგირების ტაქტიკური სატრანსპორტო საშუალებები გადასცა და განაცხადა, რომ თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ახალი სატრანსპორტო საშუალებები ხელს
შეუწყობს დეპარტამენტის საქმიანობისა და შესაძლებლობების გაძლიერებას.
გეკა გელაძის თქმით, წლის ბოლომდე სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტს დამატებით კიდევ რამდენიმე ათეული ჯავშანმანქანა, მაღალი გამავლობის და ოპერატიულ-ტაქტიკური სატრანსპორტო საშუალებები გადაეცემა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ეტაპობრივად განახორციელებს სხვადასხვა დანაყოფის ადამიანური რესურსის, სათანადო ინფრასტრუქტურის, მატერიალურ-ტექნიკური ბაზისა და ტექნოლოგიური შესაძლებლობების
გაუმჯობესებას.
თაგები:
გეკა გელაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს